|
2020-04-28 16:16:46, 1866 ნახვა
რეგიონი
ვანის მუნიციპალიტეტში განთავსებული საკონტროლო ბლოკ-პოსტები მოიხსნება
ვანის მუნიციპალიტეტში განთავსებული საკონტროლო ბლოკ-პოსტები მოიხსნება, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების დროული და კოორდინირებული მოქმედებით ვანში ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხე აღარ არსებობს. „გადაწყდა, რომ ვანში მოიხსნება ბლოკ-პოსტები. როგორც იცით, ვანი არ იყო ისე ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული, როგორც ლენტეხი და ხიდისყური და შესაბამისად, ეს ორი ბლოკ-პოსტი, რომელიც შესასვლელ-გასასვლელში იყო, უკვე მოიხსნება. საფრთხე შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს, რადგან მაშინვე მოვახდინეთ ყველა კონტაქტის კვლევა და გამოვლინდა კიდევ შემთხვევები. ამის მერე გავიდა უკვე შესაბამისი პერიოდი, რის შედეგადაც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა შალამბერიძემ. შეგახსენებთ, რომ საგუშაგოები ვანში, მუნიციპალიტეტის შესასვლელსა და გამოსასვლელში 8 აპრილიდან იყო განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)