|
2020-04-28 15:21:21, 1770 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობამ“ 2008-2009 წლებში მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის 0 ლარი გაიმეტა
„ნაცმოძრაობამ“ 2008-2009 წლებში მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის 0 ლარი გაიმეტა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც კობახიძე წერს იქ, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, თუ ამ ციფრებს რამდენიმე ათეული და ასეული მილიონით შევცვლით, მივიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას. „შეგახსენებთ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას: სოციალური პაკეტი: დახმარება უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი დაქირავებით დასაქმებულებისთვის: ???? ლარი; დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი თვითდასაქმებულებისთვის: ???? ლარი;სოციალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახებისა და შშმ პირებისთვის: ???? ლარი; კომუნალური გადასახადების განულება შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებისთვის: ???? ლარი; ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ???? ლარი. ეკონომიკური პაკეტი: სოფლის მეურნეობის პროექტების მხარდაჭერა: ???? ლარი; კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა: ???? ლარი; კომპანიებისთვის დაბრუნებული დღგ: ???? ლარი; ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების გადავადება: ???? ლარი; ტურისტული ბიზნესებისთვის გადასახადების გადავადება: ???? ლარი; მცირე სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება: ???? ლარი; კომერციული ბანკებისთვის მიწოდებული ფინანსური რესურსი: ???? ლარი; საკრედიტო-საგარანტიო სქემა: ???? ლარი; სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის დაზღვევა: ???? ლარი. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა ????????????????-???????????????? წლებში. ამ გეგმამ მოიტანა უზარმაზარი შედეგი: ასეულობით გაჩერებული მშენებლობა; ასეულობით გაკოტრებული სასტუმრო და სხვა ტურისტული ობიექტი; ასეულობით გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი; ათიათასობით ვალაუვალი ბანკის მევალე; 1,15 მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი. იქ, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეებისა და ეკონომიკისთვის გაიმეტა 0 ლარი, შეგიძლიათ ჩასვათ 460, 75, 73, 150, 15, 50, 500, 600, 50, 90, 10, 600, 300 და 200 მილიონი და მიიღებთ ქართული ოცნების ანტიკრიზისულ გეგმას“, - წერს კობახიძე.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)