00:10 - 14 Aug, 2026
|
2015-08-17 11:04:03, 1264 ნახვა
მსოფლიო
აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებმა კვლავ ინტენსიური სახე მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, პრორუსი მებრძოლები უკრაინული ჯარის პოზიციებს ნაღმტყორცნებით უტევენ. განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა ქალაქ მარიუპოლის მახლობლად. Interfax-ის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად მარიუპოლში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმემ კი დაზიანებები მიიღო. სროლის ხმა ისმოდა დონეცკის მახლობლადაც. თებერვალში მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში დღემდე დაძაბული ვითარებაა და საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)