|
2020-04-28 13:26:19, 1630 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტესტირების სანდოობასთან დაკავშირებით, მათი მარაგები კი მუდმივად ივსება
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, ეს რიცხვი მუდმივად ცვლადია, მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად 10-20 და 40 ათასი ტეტები შემოგვდის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აგრესიული ტესტირებები საქართველოში უკვე მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ მიზნობრივ ტესტირბებეს გულისხმობს. „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების საანდობასთან დაკავშირებით, სოციალური სააგენტოს ჯანდაცვის დეპარტამენტში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყველაფრის დაფინანსება. აგრესიული ტესტირება საქართველოში დაწყებულია. ჩვენ ვთვლით, რომ ზუსტად ის მიზნობრივი ტესტირება არის აგრესიული ტესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ მარნეულში ბოლნისსა და თეთრ წყაროში და ყველა იმ რეგიონში სადაც დიდი კერა და კლასტერი დაფიქსირდა. ჩვენ ყველა ის მოქალაქე გამოვიკვლიეთ ვისაც სურვილი და სიმპტომი ჰქონდა ან წარმოადგენდა საეჭვო კონტაქტს ინფიცირებულთან. ეს არის აბსოლიტურად სწორი ტაქტიკა და როდესაც ჩვენ უცხოელ მეგობრებთან გავდივართ კონსულტაციას მათი მიდგომაც იდენტურია. აქედან გამომდინარე ჩენი სტრატეგია და ტაქიტკა გაგრძელდება ისევე, როგორც მიმდინარეობდა აქამდე, რადგან ეს გახლსავთ ერთი და ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, ეს რიცხვი მუდმივად ცვლადია. საკმაოდ დიდი ქსელი არის გაშლილი საქართველოში სადაც პაციენტების მიზნობრივი ტესტირებები ხდება, აქედან გამომდინარე მარაგის რიცხვი ცვლადია და მომარაგება მუდმიბვ რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად 10-20 და 40 ათასი ტეტები შემოგვდის. ის დაანონსებული რიცხვები ყველანაირი შეფერხების გარეშე შემოდის დღემდე და აქედან გამომდინარე ის მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებალდ იქნება დაცული „, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)