00:10 - 14 Aug, 2026
|
2015-08-17 10:42:29, 1385 ნახვა
მსოფლიო
მაშველებმა ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაგნეს
ინდონეზიის მთავრობის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ნამსხვრევები შეამჩნიეს, რომლებიც, სავარაუდოდ, პაპუას რეგიონში ჩამოვარდნილ სამგზავრო თვითმფრინავს ეკუთვნის. BBC-ის ცნობით, ნამსხვრევები ოკსიბილიდან რამდენიმე კილომეტრში შეამჩნიეს. აღნიშნულ რეგიონში უკვე გაგზავნილია სამძებრო სამსახურები. ავიაკომპანია "Trigana Air Service"-ის თვითმფრინავთან კავშირი კვირას, შუადღისას გაწყდა. ლაინერი ჯაიაპურა-ოკსიბილის რეისს ასრულებდა. ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 5 ეკიპაჟის წევრი და 5 არასრულწლოვანი. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მსხდომი ყველა ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)