22:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 20:36:52, 1868 ნახვა

რეგიონი
სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია შუახევში

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქველმოქმედო აქციას, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები სოფელ ჯაბნიძეების მკვიდრი რამინ აბუსელიძე შემოუერთდა და მერიას, თანასოფლელებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.

პურის ფქვილი და სასურსათო კალათა დღეს ადგილობრივებს, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ქველმოქმედის ძმასთან, რომან აბუსელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაურიგა.

,, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეს რამინ აბუსელიძეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოჩენილი ყურადღებისთვის და სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელმაც 110 ოჯახისთვის საჩუქრად გადმოგვცა პირველადი მოხმარების პროდუქტები.სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის დახმარებით საქველმოქმედო კამპანია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება. მჯერა, მაღალი საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობით ერთად შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას “- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics