|
2020-04-27 13:27:22, 1671 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - ბაზრების გახსნის გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში არსებულ შტაბებთან შეთანხმებით მიიღებს
ბაზრები, რომელბიც არ მუშაობდნენ საგანგებო ვითარების გამო ეტაპობრივად აღადგენენ მუშაობას, ამის შესახებ გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნული სააგენტო თითოეულ რეგიონში არსებულ შტაბთან შეთანხმებით მიიღებს - ამის შესახებ,გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშილმა განაცხადა. მანა სევე აღნიშნა, რომ უთანხმოება, რომელიც ქვემო ქართლში შეიქმნა, სახელმწიფოს ადგილობრივ მწარმოებლებთან კომუნიკაციის შედეგად დარეგულირდა. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა გარკვეული უთანხმოებები, ქვემო ქართლში, რომელიც დარეგულირდა სახელმწიფოს ჩარევით ადგილობრივ მწარმოებლებთან. მოხდა დაკავშირება მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ასევე სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის თბილისში, ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების მუშაობის აღდგენა, რომლებიც ამ დროისთვის არ მუშაობდა. თქვენ იცით, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ზოგიერთი ბაზარი მუშაობდა, იმ წესების დაცვით, რომელიც ძალიან მკაფიოდ იყო გაწერილი. ბაზრები, რომლებიც აკმაყოფილებენ ეხლანდელ სტანდარტებს, ისინი კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და საბოლოოდ მათთან ერთად გადაწყვეტილებას ადგილზე მოქმედი შტაბები იღებენ, რომლებიც თითოეულ რეგიონში გუბერნატორების ხელმძღვანელობით არის შექმნილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)