|
2020-04-26 15:16:43, 2075 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე ეზუგბაიაზე - კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, გუშინ, 25 აპრილს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება მასობრივი ტესტირების შედეგი იყო. როგორც იმნაძემ აღნიშნა, კარგ მთქმელს კარგი გამგები სჭირდება. „მინდა, დავადასტურო ჩემი უღრმესი პატივისცემა ქალბატონი მარინა ეზუგბაიასადმი, რომელიც არის ერთერთი საუკეთესო ექიმი-ინფექციონისტი ქვეყანაში და წინა ხაზზეა დღეს კოვიდთან ბრძოლის. ნუ, კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა, აქედან გამომდინარე, მე მარინას გამონათქვამების კომენტირებას არ ვაპირებ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, განაცხადა, რომ 24 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით ტესტი ჩატარდა და ერთ დღეში 25 დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგი იყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)