22:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 19:24:42, 1753 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს გაეცნო

შუახევში, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ დარჩიძეებში გაეცნო.

საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობა ძირითადად მიწის დამუშავების, თესვისა და ხეხილის სხვლის ეტაპს მოიცავს. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ადგილობრივები ინტენსიურად განაგრძობენ სხვადასხვა მეურნეობას და მიწების დამუშავებას.

,,მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია, ადგილობრივი მოსახლეობა განაგრძობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს უსაფრთხოებისა და რეკომენდაციების დაცვით. ადგილობრივი თვითმმართველობისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს შუახევის აგროსერვის ცენტრის ტრაქტორი მიწის დასამუშავებლად ისარგებლონ უფასოდ. ასევე, აგროსერვის ცენტრის აგრო მაღაზიაში და საჩითილე მეურნეობაში შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ აგროქიმიკატები და ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულის ჩითილებები“ - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics