|
2020-04-25 10:03:14, 1892 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი დიდია
„სოფლის მეურნეობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი დიდია”, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. „ევროკავშირის დაფინანსებით, ჩვენი სოფლის განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. USAD არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუდმივი პარტნიორი, რომელიც ასევე ბევრ პროგრამას ახორციელებს. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაგვეხმარა ქართული ხორბლის მარაგების შევსებაში. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ დამატებით 27 000 ტონა ხორბალს. ამ ხორბლის რეალიზაციით მიღებული თანხა კი, მოხმარდება მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა გვაქვს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში, დახმარების გაზრდის მიზნით, მოლაპარაკებები დავიწყეთ ჩვენ პარტნიორებთან. გვაქვს მხარდაჭერის მოლოდინი, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სექტორი დონორთა ინტერესის სფეროა. ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიდის ინტენსიურად. ეს იმ დახმარებების პაკეტის ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, რომელსაც ქვეყანა იღებს არსებულ ვითარებაში იმისათვის, რომ ეკონომიკური ვარდნა შევავსოთ და არ მივიღოთ ზიანი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)