|
2020-04-24 18:29:26, 1930 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი - თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ მთავრობის დღევანდელი შეთავაზება საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია
თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ იმდენად კარგია შეთავაზებაა, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია და თუ არ გვყოფნის, ე.ი. საარჩევნოდ დამაზიანებელი ყოფილა და არჩევნებთან არ ჰქონია კავშირი. ასე რომ, ეს ორი საკითხი წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის 200 ლარიანი დახმარება სრულად ვერ აანაზღაურებს შემოსავალს, რაც დაიკარგა, თუმცა ეს არის საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა. „200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად, იმიტომ, რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, არსებული შესაძლობებიდან გამომდინარე ქვეყანამ მაქსიმალური მსხვილი საერთაშორისო ფინანსური რესურსის მოზიდვა და დახმარების პაკეტის შეთავაზება შეძლო. „ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით, ჩვენ საკამოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც და რა შესაძლებლობებიც გვაქვს,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)