06:19 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 18:12:02, 1790 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე 200 ლარიან დახმარებაზე - მოთხოვნა მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა დღეში 6 ლარად ცხოვრება დაიწყონ

"მოთხონა მაქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და საქართველოს კაბინეტის წევრებმა დაიწყონ დღეში 6 ლარად ცხოვრება", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაწევის საკითხს.

მანვე დაამატა, რომ იმ "ოცნებებს", რაც დღეს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას მოვისმინეთ, არაფერი აქვს საერთო ეკონომიკის გაჯანსაღებასა და საქართველოს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან.

"ამას ვერაფერს ვერ დაარქმევ თუ არა "ქართული ოცნების" ოცნებას. იმიტომ, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასა და საქართველოს მოქალაქის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან იმ ოცნებებს, რაც დღეს მოვისმინეთ არაფერი საერთო არ აქვს.

ანტიკრიზისული გეგმა უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი, სასწრაფოდ შემსუბუქება საგადასახადო ზეგავლენის და მეორე, ლიბერალიზაცია მონეტარული პოლიტიკის იმისათვის, რომ ეს 100%-იანად დაეტყოს საქართველოს მოქალაქეს. 

მოთხოვნა მაქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და საქართველოს კაბინეტის წევრებმა დაიწყონ დღეში 6 ლარად ცხოვრება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics