|
2020-04-24 15:34:35, 1189 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ჩვენ ჯერ ბრძოლის გზის შუაშიც არ ვართ, საბოლოო შედეგების შეჯამება ადრეა
ჩვენ ჯერ ბრძოლის გზის შუაშიც არ ვართ, საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საბოლოო გამარჯვება ქვეყნისთვის იქნება, როდესაც 2020 წლის სასტარტო ნიშნული აღდგება. „ჩვენ ჯერ ბრძოლის გზის შუაშიც არ ვართ, მერწმუნეთ, რომ საბოლოო შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სხვებთან ჩვენ ოპტიმისტურად გამოვიყურებით, საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა, რადგან პანდემიის საბოლოო დამარცხებას 1 კვირა, ერთი თვე და ერთი წელიც არ ეყოს, მაგრამ საბოლოო გამარჯვება იქნება სასტარტო ნიშნულის აღდგენა, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ 2020 წელი, ეს არის მთლიანად მთავრობის, ხელისუფლებისა და გუნდის ნიშანი. არანაირი ფასი არ ექნება პანდემიასთან ეფექტურ გამკლავებას, თუ დავკარგეთ ეკონომიკის აღდგენის პოტენციალი, თუ კრიტიკულად გაგვეზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა და თუ ეკონომიკის სწრაფი ეკონომიკის აღდგენის რესურსი აღარ დაგვრჩა“, - განაცხადა პრემიერმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)