|
2020-04-22 15:41:23, 1895 ნახვა
კომენტარი
კობახიძე მარნეულის აქციაზე - ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ
„ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ. „ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობია, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამყულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს ამ აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ მარნეულის რამდენიმე სოფელში აქცია იმართება. მოსახლეობა სახელმწოფოსგან წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ითხოვს. მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ გზაც გადაკეტა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)