|
2020-04-22 12:09:34, 2443 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი - სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ფუფუნება, რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს მოქალაქეები
სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და ტიკ-ტოკებით გაართოს მოქალაქეები, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, თუ რა გარანტიაა იმისა, რომ 22 მაისს დამთავრდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა. „თუ ადამიანები ამ ყველაფერს ერთი თვის წინ გაგებით ეკიდებოდნენ, დღეს კითხვები ჩნდება. რამდენად სამართლიანად მიდის ადმინისტრირება, ამაზე ჩნდება კითხვები, ასევე იმაზე, რა არის შედეგი რაც ჩვენ უნდა მივიღოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენ 22 მაისს დავამთავრებთ, ან თუ ან დავამთავრებთ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რადგან ადამიანებმა უნდა დაგეგმონ ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე გალაღებული იყოს სახლში და ტიკტოკებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება, რომელიც უნდა გაკეთდეს მთავრობისა და ხელისუფლების დახმარებით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)