|
2020-04-21 11:24:18, 7689 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 90 ლაბორატორიული ნიმუშიდან კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 90 ლაბორატორიული კვლევიდან ყველას პასუხი უარყოფითია. მისი თქმით, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი მკურნალობს. „დღეს დილის ინფორმაციით, 90 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში დაიდო და ყველასთან მიმართებაში უარყოფითი პასუხი გვაქვს, შესაბამისად ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. „მედალფაში“ მკურნალობს ისევ 35 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. გვყავს 13 განკურნებული პაციენტი ჯამურად. 34 პაციენტი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. კლასტერის ირგვლივ კონტაქტირებული პირების რაოდენობა გაიზრდა 520-მდე, ინტენსიურად ხდება მათი ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. გუშინ 50 კვლევის ნიმუში იქნა აღებული ქობულეთის კლასტერის კონტაქტებიდან და მათი პასუხები დღეს გვეცოდინება. ასევე, ქობულეთის კლასტერის პირველ პაციენტთან კონტაქტირებული პირებისთვის თვითიზოლაციის პერიოდი უკვე სრულდება, ამიტომ ამ პირებს განმეორებით ჩაუტარდება დიაგნოსტიკა და თუ პასუხები ისევ ნეგატიური იქნება, მათი თვითიზოლაციის პერიოდი იქნება დასრულებული“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)