|
2020-04-18 19:48:58, 20203 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა
თვალების სიწითლე, შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის დამადასტურებელი ნიშანი გახდეს - ამის შესახებ, „იელის“ უნივერსიტეტის სპეციალისტმა ვინსენტ დიაზმა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას „Miror” ავრცელებს. მისი თქმით ახალი სიმპტომი ძალიან იშვიათია და მისი გამოვლენა პროცენტულად ძალიან დაბალია, თუმცა გასათვალისწინებელი. ექიმმა განმარტა, რომ თვალების სიწითლესთან ერთად პაციენტს ასევე სხვა სიმპტომები, მაგალითად ცხელებაც უნდა ახასიათებდეს კორონავირუსზე ეჭვის მისატანად. დიასის განმარტებით, თვალების სიწითლეს შესაძლოა უამრავი სხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად კონიუქტივიტი ან ალერგია. 16 აპრილს, იტალიელი და ესპანელი ექიმები კიდევ ერთ ახალ სიმპტომზე საუბრობენ. ისინი გვაუწყებენ, რომ ახალი კორონავირუსის სიმპტომად შესაძლოა ფეხებზე გამონაყარიც ჩაითვალოს. ამ დასკვნამდე, ექიმები კორონავირუსით დაავადებულ სხვადასხვა პაციენტებზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ. ამ ეტაპზე ყოველ მეხუთე ინფიცირებულ იტალიელ პაციენტს, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ, ფეხზე გამონაყარი აღენიშნებათ. გამონაყართან ერთად, კანზე ვენების ბადისებრი ფორმაც კორონავირუსის ახალ სიმპტომად მიიჩნევა - ამის შესახებ, სეჩენოვსკის ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა სერგეი ავდეევმა ისაუბრა. სპეციალისტის განცხადებით, დაავადების დროს ყველაზე ხშირად გამონაყარი ახალგაზრდა პაციენტებში გვხვდება. მან ასევე განაცხადა, რომ გამონაყარი, კანზე ფართო სიწითლით ხასიათდება. „ხოგიერთი ვირუსული დაავადების დროს, გამონაყარი სახასიათო სიმფტომად გვევლინება, მაგალითად წითელას ან ყვავილის დროს. კოვიდ-19-ის შემთხვევაშიც გამონაყარი დამახასაითებელ სიმპტომად შესაძლოა მოვისაზროთ“, - განმარტა პროფესორმა. პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ გამონაყარი არ არის გარანტია იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ვირუსი არსეებობს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)