|
2020-04-18 09:30:00, 2506 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლებელია აშშ-ში სკოლები უფრო ადრე გაიხსნას
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში სკოლებს შეუძლიათ გახსნა უფრო ადრე, ვიდრე გვიან. „მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სკოლები უფრო ადრე გაიხსნება, ვიდრე გვიან. მე მესმის და მე ვლაპარაკობ კიდეც, ზოგიერთ გუბერნატორი უკვე საუბრობს სკოლების გახსნის შესახებ“, - განაცხადა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ჩამოაყალია რამდენიმე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები თანდათან უნდა მოიხსნას. მისი გადაწყვეტილებით იმ შტატებს, სადაც 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდება, შესაძლებლობა აქვთ პირველ პუნქტზე გადავიდენენ. პირველ პუნქტზე შესაძლებელია ადამიანების სამსახურებში დაბრუნება და საჯარო სივრცეების გახსნა. უკვე მეორე ეტაპზე თუ საგანგაშო მდგომარეობა არ დაფიქსირდება, შტატს სკოლების გახსნის შესაძლებლობა აქვს. დაბოლოს, თუ პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა, მესამე ფაზაში თითქმის ყველა აქტივობა ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება - თუმცა დაუცველ პირებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ გარკვეული დისტანცია დაიცვან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)