|
2020-04-17 20:31:29, 1535 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობს - ასაკით ჩემზე უმცროსია და მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება
„მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი განცხადებები მისივე საექიმო მრჭამსიდან გამომდინარეობს. „თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ამიტომ ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება. ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომაზე, როდესაც საპატრიარქოში ვიყავი და იცის მან მე რაზეც ვისაუბრე იქ. ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, რადგან ხალხს აღდგომას ტაძარში წაუსვლელობისკენ მოუწოდებენ“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)