15:54 - 14 Aug, 2026
|
2020-04-17 15:08:33, 20612 ნახვა
ომი უკრაინაში
მღვდელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლნისის სიონში მსახურობს
კორონავირუსი დაუდგინდა ბოლნისში ერთ-ერთ სასულიერო პირს. წინასწარი ინფორმაციით, ის სიონის ტაძრის მღვდელია. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მედიას უთხრა, რომ ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს და სასულიერო პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია. "ერთი ფაქტი არის სასულიერო პირთან დადასტურებული შემთხვევა. იქ საკარანტინე რეჟიმი დიდი ხანია გავრცელებულია. იქ, სადაც მოღვაწეობს სასულიერო პირი, მრევლი არ დადის და წირვა ლოცვა მრევლის გარეშე ხორციელდება", - თქვა რეხვიაშვილმა. მედიის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურობს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 79 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 3 პაციენტი გარდაიცვალა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)