22:41 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 14:51:29, 1968 ნახვა

რეგიონი
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტა

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქისა და სოფლის ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

„ქალაქისა და სოფლის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად ქალაქი ბოლნისისა და სოფელი რაჭისუბნის გარდა ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთიც გამოცხადდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!“, - განაცხადეს ბოლნისის მერიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics