|
2020-04-17 00:26:17, 18900 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის საერთო კოვზით ზიარება არის თუ არა სარისკო ან უსაფრთხო
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არ იცის არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში დღეს ღამით ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ. საჭირო არის მეცნიერული კვლევა“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დაზუსტება: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსი COVID-19 ერთიდან მეორე ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. კერძოდ, ხველებისას ან ამოსუნთქვისას გამოიყოფა მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც დაინფიცირებული პირის გარშემო ობიექტებსა და ზედაპირებზე ხვდება. სხვა ადამიანს კორონავირუსი შეიძლება გადაედოს ჯერ ამ ობიექტებთან თუ ზედაპირებთან, შემდეგ კი საკუთარ თვალზე, ცხვირსა ან პირზე ხელის მოკიდებით; ასევე, იმ შემთხვევაში, თუკი დახველებისას ან ამოსუნთქვისას პირდაპირ ჩაისუნთქავენ ამ ნაწილაკებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)