|
2020-04-16 17:08:24, 1237 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - გვინდა, მოვიძიოთ ინოვაციური იდეები, რომლითაც საწარმოთა შემოწმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდება
„საწარმოთა მონიტორინგი ძალიან შრომატევადი პროცედურაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად, ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსის გამოცხადების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, დღეისთვის უკვე შემოწმებული გვაქვს 300-ზე მეტი საწარმო. ეს პროცესი დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამასთან ჩვენი ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ ინსპექტირებას", - დაამატა მინისტრმა. კონკურსის მიზანია სახელმწიფოს გაუმარტივოს კომპანიების მონიტორინგის პროცესი და დაჩქარდეს ნებართვების გაცემა, რაც ქვეყანას და სრულიად მოსახლეობას აარიდებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ბიზნეს სექტორს გამართულად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. პროცესი მიზნად ისახავს ისეთი ინოვაციური იდეების განხილვასა და მოწოდებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შემოქმებისა და მონიტორინგის პროცესი დისტანციური გახდეს. „ბევრი ბიზნესის დროებით შეჩერება მოგვიხდა იმის გამო, რომ დავიცვათ მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მეტი ბიზნესი შევამოწმოთ და ვასწავლოთ, როგორ შეესაბამებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს - შეიძინონ პირბადეები, დანერგონ პერიოდული დეზინფექციის პროცედურები, ჩაატარონ თერმოსკრინინგი და სხვა, რათა მეტად დაცულები იყვნენ", - განაცხადა მინისტრმა. „ჩვენ გვინდა, გავზარდოთ შემოწმების ტემპი და ეფექტურობა, რათა მეტი ბიზნესი იყოს შემოწმებული და აღჭურვილი იმ მომენტისთვის,. როდესაც ეკონომიკის ამოქოქვას დავიწყებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)