01:08 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 15:03:06, 1224 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - კორონავირუსის გამო, ადამიანები რობოტებად არ უნდა ვაქციოთ, ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს ტაძარში

კორონავირუსის გამო, ადამიანები რობოტებად არ უნდა ვაქციოთ, ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს ტაძარში, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, მრევლი თავად გადაწყვეტს მივიდეს თუ არა ეკლესიაში, რადგან ეს მისი პასუხისმგებლობაა.

„ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ გააკეთეს მრევლის გამო დაშვება. მრევლი, ვინ მოვა, თვითონ იღებს პასუხისმგებლობას. თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, მივა თუ არ მივა. აბსოლუტურად თავისი გადასაწყვეტია.

თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვს ყველა ადამიანს, რობოტი არ არის, რა. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. ვიღაც იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს. ვინც მოვა, მოვა. თვითონ რა არჩევანსაც გააკეთებენ, ის უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ჩემს თავზე პასუხისმგებელი ვიყო, მივიდე თუ არ მივიდე. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი, მივა თუ არ მივა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics