|
2020-04-16 12:40:09, 1085 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენ პირველივე დღეებიდან დავიწყეთ დაგეგმვა და გავაკეთეთ არაერთი სცენარის მოდელირება
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ სტუმრობისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეპიდემიასთან ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გაწერილ სავარაუდო სცენარებზე იმსჯელა. მისი თქმით, თავდაცვის უწყებამ პირველივე დღეებიდან დაიწყო დაგეგმვა, გაკეთდა არაერთი სცენარის მოდელირება და ყველაზე რადიკალური, რთული სცენარისთვისაც კი, დეტალური გეგმა გაიწერა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დამატებითი ქალაქების დაკეტვის თაობაზე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, თავდაცვის ძალებს კიდევ დაემატება კონტროლის არეალი, გაიზრდება მობილური და სტაციონარული გადაადგილების კონტროლის პუნქტების რაოდენობა, რაც ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. „ჩვენი სამხედროები რისკის ზონაში იმყოფებიან, ჩვენ არ ვიცით დაინფიცირებულ მოქალაქესთან გვიწევს თუ არა შეხება. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, მაქსიმალურად შევამციროთ მობილობა და მოქალაქეების გადაადგილება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)