|
2020-04-16 12:20:13, 1164 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩემი ოცნებაა, ჩვენი ჯარი ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო იყოს
"ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონიძიებები დავგეგმე, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად წამოვიწყე და მას წარმატებით მივყვები", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები სამხედრო ბაზებზე არ შეჩერდება და გეგმის მიხედვით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, მაისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 ობიექტს, ყველა ყაზარმასა და სამხედრო ბაზას. „ეს უნდა იყოს სამაგალითო მთელს რეგიონში. მაისისთვის ჩვენ დაახლოებით 5 ათას მუშას დავიქირავებთ 250 ობიექტის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამისთვისაც ძალიან ზუსტი პროტოკოლი გვაქვს გაწერილი. მშენებლებს ექნებათ ცალკე კორიდორი და იზოლირებული შესასვლელი სამუშაო ტერიტორიაზე. ყველაფერი ცალკე ექნებათ მოწყობილი ისე, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ ჩვენ სამხედროებთან. არ ვგეგმავთ არაფრის შეჩერებას და წლის ბოლომდე, გამოყოფილი ბიუჯეტის 100 მილიონის ფარგლებში ჩვენ ამ პროექტების დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის თქმით, სულ რაღაც ერთ თვეში ქართველ სამხედროებს ექნებათ ყველაზე საუკეთესო, ამერიკული სტანდარტის ფორმები და იგივე ფეხსაცმელი, რაც დღეს გერმანიის არმიას აცვია. „ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე ვზრუნავთ, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ზოგადად, შეიარაღების მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელსაც ძალიან მალე გავაცნობთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)