|
2020-04-16 10:55:20, 11039 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - 30 შემთხვევა საგანგაშო არ არის, თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, ქვეყანაში რყევები არ გვექნება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 30 ახალი პაციენტიდან ყველას ინფექციის წყარო ცნობილი არ არის. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფიცირების 30 შემთხვევა საგანგაშო არ არის. „ახალი ინფიცირებული პაციენტების წყარო ყველგან დადგენილი არ არის. ხდება წყაროების მოძიება და ეპიდკონტროლი. თუ ეს 30 ახალი შემთხვევა სცილდება ძველ კლასტერებს და არის ახალი კლასტერი, იმედი გვაქვს, რომ ახალ კლასტერსაც გარკვეულწილად შემოვღობავთ და არ მივცემთ გავრცელების საშუალებას. 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ ამ ორ 30-ს შორის გვქონდა გარკვეულწილად კიდევ მცირე რაოდენობით. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბებთ, იმედია, რომ ამ კონტროლირებადი და ზომიერი მატებით რყევები ქვეყანაში არ გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)