|
2020-04-15 15:13:57, 1446 ნახვა
კომენტარი
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხში - ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმაზე ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხში, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმაზე ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს. მისი თქმით, ეს ანტიკრიზისული პაკეტი ითვალისწინებს ბიზნესის დახმარებას, რადგან სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ, ასევე მოსახლეობის დახმარებასა და ამავდროულად, ითვალისწინებს ისეთი ინსტრუმენტის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას შეუწყობს ხელს. "მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამოცანა არის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და მეორე ეს არის იმ ეკონომიკური ნეგატიური ზეგავლენის მინიმიზაცია, რაც ვირუსის გავრცელებას ახლავს თან. კავშირი ამ ორ სტრატეგიულ ამოცანას შორის არის ნათელი, რადგან ვირუსის გავრცელების დონე განსაზღვრავს ზეგავლენის ხარისხს ჩვენი მოქალაქეების შემოსავალზე, ბიზნეს და ეკონომიკურ აქტივობაზე და ა.შ. უწყებათაშორისო საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს. პირველი, ეს არის მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური გამოწვევები, რაც კრიზის უკავშირდება. მივეხმაროთ ბიზნესს, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და მესამე, შევიმუშაოთ ინსტრუმენტები, რომ როცა ქვეყანა დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას სწრაფად მოხდეს ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და დავეწიოთ იმ სასტარტო პირობებს, რითიც მიმდინარე წელი დავიწყეთ. ამ სამი პრინციპის განსახორციელებლად ჩვენ გადავდგით არაერთი ნაბიჯი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)