|
2020-04-15 10:13:46, 1442 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიხსნას, მთავარი წინაპირობაა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება
იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიხსნას, მთავარი წინაპირობაა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ეკონომიკის გახსნის ეფექტური გზა, რომელიც ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას. „ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ და რამდენად მალე დავძლევთ პანდემიის გამოწვევას. ამისთვის გადამწყვეტი იქნება შემდეგი ორი-სამი კვირა. დღეს პრემერმა ისაუბრა და მინდა დავადასტურო, რომ არსებობს ეკონომიკის გახნის ეფექტური გზა. ჩვენ გავითვალისწინეთ ავსტრიის, დანიის და სხვა ქვეყნების მაგალითები თუ რა ეტაპებად, რა ფაზებად უნდა მოხდეს ეკონომიკის გახსნა. თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიხსნას, მთავარი წინაპირობაა ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მან ისაუბრა იმ სექტორებზე, რომელთა გახსნაც შესაძლებელია აღნიშნული მიზნის მიღწევის შემდეგ. „პირველ რიგში, იხსნება ის სექტორი, სადაც შედარებით დაბალია ვირუსის გავრცელების რისკი. შემდეგი ორი კვირა ხდება სიტუაციის მონიტორინგი. შემდეგ, უკვე იხსნება შედარებით მაღალი რისკის შემცველი სექტორები და ა.შ. რეალურად, ეკონომიკის გახსნა რამდენიმე ფაზას მოიცავს. სწორედ ამ ფაზების განვითარება იქნება ყველაზე მძლავრი მხარდაჭერა თვიდასაქმებულებისთვის, ინდმეწარმეებისთვის, ბაზრობებზე მომუშავე ადამიანებისა თუ სხვა სფეროში მოღვაწე ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუკი ყველა 2-3 კვირის განმავლობაში მაქსიმალურად მკაცრად დავიცავთ დადგენილ წესებს, გვიჩნდება რეალური შანსი მივიღოთ დინამიკის შემცირების ისეთი სურათი, რომელიც საშუალებას მოგცვემს ვუსაუბროთ ეკონომიკის გახსნაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, დღეს, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით აქვს ვირუსთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი და არსებობს ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ თუკი მოხდება სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვა, ქვეყანა შეძლებს ყველაზე ადრე შეიტანოს გარდატეხა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)