|
2020-04-14 17:59:51, 1802 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - COVID-19 არის მოვლენა, რომელთან ცხოვრებასაც უნდა შევეგუოთ
COVID-19 არის მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომლებიც დღეს ხორციელდება. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესის მიმართებაში მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის ეტაპი პირდაპირ კავშირშია. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ COVID-19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ, როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას. უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის. მიუხედავად ამისა, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ნელნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის ის წინაპირობა, რომელის შემთხვევაშიც შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც და ბიზნესიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)