|
2015-08-12 17:59:08, 1189 ნახვა
სამხედრო
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა აშშ-ში ვიზიტი დასრულდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში განთავსებულ არმიის ბაზა „სტიუარტზე“ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები - ვიცე-პოლკოვნიკი კახა ხიდეშელი, პოლკოვნიკი ამირან ნოზაძე, დეპარტამენტის მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და აღმოსავლეთ ბატალიონის უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი კობა ლომინაძე, ამერიკული მხარის მიწვევით, 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები 385-ე ბატალიონის სტრუქტურასა და საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს, აღჭურვილობასა და სხვა ლოგისტიკური უზრუნველყოფის პირობებს გაეცნენ, დაათვალიერეს ბატალიონის ტექნიკური აღჭურვილობის, ტექნიკური მომსახურეობისა და კავშირგაბმულობის საშუალებები. შემდეგ კი, ბატალიონის მიერ განხორციელებულ დაკავებასა და სხვა სამართალდაცვით ღონისძიებებს დაესწრნენ. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში ძნელად აღსაზრდელ ახალგაზრდათა 6-თვიანი კურსის აკადემიასაც ეწვივნენ, პოლიციის ბატალიონის მსმენელთა კურსის დამთავრებისადმი მიძღვნილ ცერემონიალს დაესწრნენ და ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა ცხოვრების პირობებსა და წესს არაფორმალურ ვითარებაში გაეცნენ. აშშ-ში ქართულ დელეგაციას ბატალიონის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი როჯერსი, მაიორი სმიტი და სერჟანტი ბრაუნი მასპინძლობდნენ. ვიზიტის დროს მიღებულ გამოცდილებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი რეორგანიზაციისა და სტრუქტურული დახვეწისთვის გამოიყენებს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)