|
2020-04-13 15:56:25, 1225 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი ოქრუაშვილის განაჩენზე - სასამართლომ ოქრუაშვილის პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა დაადასტურა, რაც საზოგადოებამაც იცოდა
მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა, სასამართლომ დაადასტურა ოქრუაშვილის პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილისათვის გამოტანილ სასამართლო განაჩენს. მისი თქმით, პოლიტიკა არ ერეოდა და არც არასდროს ჩაერევა მართლმსაჯულების საქმეში. „დღეს მოხდა ის, რაც საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. დღეს სასამართლომ დაუდასტურა ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობა. ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი შეთანხმება, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს მართლმსაჯულების საქმეში და სწორედ, ამ შეთანხმების დაცვა ხდება ჩვენი მხრიდან, რადგან არც აქამდე, არც დღეს და არც ამის შემდეგ, პოლიტიკა არ ერეოდა და არ ჩაერევა მართლმსაჯულების საქმეში, ხოლო ის, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, უბრალოდ ამის სასამართლო წესით დადასტურება მოხდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)