|
2020-04-13 15:50:18, 1235 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - 5540 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, 4051-ს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით დღემდე ჩატარებული ღონისძიებებით, განხორციელებული რეისებით საქართველოში 5540 მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო 4051 მოქალაქეს ადგილზე გაუწიეს დახმარება. მან ასევე აღნიშნა, რომ მონაცემები ყოველდღიურად განახლდება და საზოგადოებას აქვს საშუალება ეს მონაცემები საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე იხილოს. „საკოორდინაციო საბჭო განიხილავს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო არის ჩატარებული. დღევანდელი მონაცემებით 5540 მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში და ამასთან ერთად საქართველოს საელჩოებმა და საკონსულოებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 4051 მოქალაქეს. ეს არის დღევანდელი მონაცემები და ჩვენ ყოველდღიურად განვაახლებთ მონაცემებს. საზოგადოებას აქვს საშუალება ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე იხილოს“, - განაცხადა ზალკალიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)