|
2020-04-13 15:17:53, 1375 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა დღემდე ციხეში არიან, ასე რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შესრულებული არ არის
ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა დღემდე ციხეში არიან, ასე რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შესრულებული არ არის, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას „ტვ პირველთან“ საუბრისას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა პოლიტიკურ მარცხთან ერთად დიდი ფასს გადაიხდის. „ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული შეიცავდა ორივე კომპონენტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დღემდე არიან ციხეში, ასე რომ შეთანხმება შესრულებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს იქამდე ივანიშვილი და მისი გუნდი, ყველას გვესმის რომ საქართველოსი კი არა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პანდემიაზე, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, მაგრამ ივანიშვილს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პირობები თუ არ იქნება შესრულებული, მაშინ არ იქნება ნორმალიზაცია. ივანიშვილი და მისი გარემოცვა დიდი ფასს გადაიხდის პოლიტიკურ მარცხთან ერთად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)