|
2020-04-13 12:26:39, 1372 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე - სამწუხაროდ, კარგი პროგნოზის საფუძველი არ მაქვს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს, სადაც დღეს ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებენ და აღნიშნა, რომ მას ამასთან დაკავშირებით, კარგი პროგნოზის საფუძველი არ აქვს. ბოკერიამ დაამატა, რომ კორონავირუსის ჩავლის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პოცესს, ხოლო ნორმალური პოლიტიკური პროცესები ვერ დაბრუნდება თუ ციხეში არიან პოლიტიკური პატიმრები. ირაკლი ოქრუაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი. „სამწუხაროდ, კარგი პროგნოზის საფუძველი არ მაქვს ამ ეტაპზე. ოღონდ ივანიშვილსა და მის გუნდს უნდა ახსოვდეს, რომ ახლა მთელი საზოგადოება არის კონცენტრირებული ამ უზარმაზარ საფრთხეზე, რომელიც დგას მთელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშეც. მაგრამ ეს საფრთხე გადაივლის, საქართველო და მსოფლიო ამას გაუმკლავდება. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პოცესს და იქნება არჩვენები და ნორმალური პოლიტიკური პროცესები ვერ დაბრუნდება თუ ციხეში არიან პოლიტიკური პატიმრები. ირაკლი ოქრუაშვილი არის ერთ-ერთი მათგანი და უნდა იყოს თავისუფალი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე, სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. ოქრუაშვილს 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)