|
2020-04-11 19:39:08, 1458 ნახვა
კომენტარი
მარინა ეზუგბაიას განცხადებით ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს
დილის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა კვლავ 233 შემთხვევაა დადასტურებული და სამი შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვს შეეპატა კიდევ ერთი, რომელიც ჩვენი კლინიკიდან გავწერეთ - ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მძიმე პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა და კვლავ 24 საათანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. "დილის შემდეგ, ვითარება არ შეცვლილა კვლავ 233 შემთხვევაა დადასტურებული და სამი შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა. ერთადერთი სიახლე ის არის, რომ 55 გამოჯანმრთელებულს ერთი დაემატა და გახდა 56. ეს ერთი პაციენტი ჩვენი კლინიკიდანაა და უკვე დატოვა საავადმყოფო. ყველა გაგზავნილი ტესტირების პასუხი უარყოფითი მოვიდა. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს მათი რაოდენობა კვლავ 7, ხოლო მძიმეთა შორის უფრო მძიმე 3 პაციენტი გვყავს, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას საჭიროებენ 24 საათის განმავლობაში და მათი მდგომარეობა არ დასტაბილურდა და დღის განმავლობაში ცვალებადია სიმძიმიდან გამომდინარე. ხოლო დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია და იმედია პროგრესირება თუ აღარ იქნება გამოჯანმრთელებულები გახდებიან მალე. რაც შეეხება ასაკობრივ სტატისტიკას, დადასტურებულთა ასაკი უმეტეს შემთხვევაში საშულოა, გარკვეული პროცენტი 60 და 70 წლის ზემოთაა მაგრამ ძირითადად, 50 % საშუალო ასაკისაა. დღეს საღამოს კიდევ 6 პაციენტის ტესტირებას ველოდებით. ამ ეტაპზე 35 პაციენტი წევს და სულ 74 პაციენტი მკურნალობდა ჩვენთან და 39 გამოჯანმრთელდა ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)