|
2020-04-11 16:46:34, 1651 ნახვა
კომენტარი
ევროკომისარი - „ფეიკნიუსების“ უმრავლესობას რუსული წყაროები ავრცელებენ
„სტრესში მყოფი ხალხით მანიპულირება მარტივია, ასევე მარტივია, რომ მათ დაემუქრო და შესთავაზო უცნობი პროდუქტები. ახლა ყველაზე კარგი დროა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ვებრძოლოდ“, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვერა ოუროვამ, ეურონიუსთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელი ქვეყნები ავრცელები დღეის მონაცემებით დეზინფორმაციას ევროკომისარმა განაცხადა, რომ ძირითადად ფეიკ-ნიუსები რუსული წყაროებიდან ვრცელდება. მანვე დასძინა, რომ ხალხს უნდა მიეწოდოს უტყუარი, რეალური ინფორმაცია, რომლის შემოწმებაც მარტივად იქნება შესაძლებელი. „ჩვენმა სამსახურებმა ბოლო მოხსენებაში, როგორც წინებში გამოავლინეს, რომ დეზინფორმაცია ძირითადად კრემლის წყაროებიდან ვრცელდება. სიტუაცია შენარჩუნებულია ახლაც, კორონავირუსული ინფექციის კრიზისის დროს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გაძლიერებულია ევროკომისიის წინააღმდეგ პროპაგანდა. ჩვენ არასდროს არ ვიბრძოლებთ ერთი და იგივე იარაღით. ჩვენ არ გამოვიყენებთ ბინძურ პროპაგანდას მათ წინააღმდეგ, ვინც ქმნის ფეიკნიუსებს. ჩვენ ამას უნდა შევებრძოლოთ და ხალხს უნდა მივაწოდოთ უტყუარი, რეალური ინფორმაცია, ფაქტებითა და ციფრებით, რომლის შემოწმებაც მარტივად არის შესაძლებელი“, - განაცხადა ევროკომისარმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)