|
2020-04-11 14:54:34, 19244 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ჩატარებული 34 პაციენტის ტესტიდან, ერთის პასუხი დადებითია
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 34 ტესტიდან ერთის პასუხი დადებითია. მისი თქმით, კორონავირუსი ხანდაზმულ მამაკაცს დაუდასტურდა, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისა. „34 კვლევა იქნა გაგზავნილი ლუგარის ლაობორატორიაში. აქედან 1 დადებითი პასუხი იქნა მიღებული. ეს არის ხანდაზმული მამაკაცი დატვირთული ანამნეზით. ამჟამად მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის შვილი არის მოლარე, რომელსაც ერთინ კვირის წინ აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქცია და მშრალი ხველა. ალბათ, ეროვნული ბანკის კლასტერს უნდა მიეკუთვნებოდეს, რადგან ფულთან ჰქონდა შეხება. შვილზე არ არის დადასტურებული, ეს უკვე გადაეგზავნა ეპიდსამსახურებს კვლევისათვის და გაგრძელდება მის მიმართებაში კვლევა, ის იმყოფება თვითიზოლაციაში“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)