|
2020-04-11 12:45:43, 1520 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ხალხის დახმარება და მათზე ზრუნვაა
„ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა COVID 19-ის წინააღმდეგ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა,რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის დახმარება და მათზე ზრუნვაა“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „POSTV“-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ხელისუფლების წარმატება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის - პარტია „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის იქ, სადაც სჭირდება ხალხს და ქვეყანას. ადამიანს, რომელმაც საკუთარი შემოსავლებიდან სამ მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო ჩვენი ქვეყნისთვის 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, სხვა მიზანი და განზრახვა გარდა იმისა, რომ იზრუნოს სახელმწიფოზე და ქვეყნის განვითარებაზე, არ აქვს! ეს არაერთგზის საქმით დამტკიცდა და გამოიცადა, რომ მისი მიზანი, სიტყვა და საქმე გამოხატულია რეალურ შედეგებში. მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2012 წელს საქართველოსთვის დიდი განსაცდელის, მიხეილ სააკაშვილის მოშორება იყო. შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა, ამას უძღოდა უამრავი საქმე და მისი გონივრული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)