|
2020-04-11 12:01:31, 5762 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის
ტელეკომპანია POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ თავდაცვის ძალებში მისი ხელმძღვანელობით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროში გაიწერა ყველა შესაძლო გეგმა და თავდაცვის ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნაშია. „ჩვენ, ვინაიდან ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელი უწყება ვართ და უნდა ვიზრუნოთ თავდაცვისუნარიანობაზე, ყოველთვის წინ უნდა ვიხედებოდეთ. ერთი-ორი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ მოვლენებთან მიმართებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩემი ხელმძღვანელობით სამინისტროში პრევენციული ღონისძიებები გატარდა, გაიწერა ყველა გეგმა, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პანდემიის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მინისტრმა თავდაცვის ძალების მაქსიმალურ მობილიზებას, ორგანიზებულობას, მუდმივ მზადყოფნასა და დისციპლინირებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და მზადყოფნა მუდმივი წვრთნებისა და ტრენინგების შედეგია, რომელსაც ისინი ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისად გადიან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო გამოწვევა ამავდროულად შესაძლებლობაა, ამ შესაძლებლობის გამოყენება არის ჩვენი მთავარი ამოცანა, აღნიშნული პროცესები კი, სასარგებლო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)