|
2020-04-11 11:30:38, 4889 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი - 22 მარტიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია მოახდინეს და თერმოსკრინინგი 620 ათას მოქალაქეს ჩაუტარეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა POSTV-ის ეთერში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 12 ქალაქში 61 საკონტროლო გამშვები პუნქტია მოწყობილი, რომელსაც ლენტეხიც დაემატა. „ჩართული გვყავს 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. მინდა სიამაყით აღვნიშნო და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამხედროები აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს, გამორჩეულ დისციპლინას და მობილიზებულობას. მათი ჩართულობით კიდევ უფრო სხვა ელფერი შეიძინა ზოგადად სახელმწიფოს ორგანიზებამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, 22 მარტიდან 9 აპრილის ჩათვლით თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია მოახდინეს და თერმოსკრინინგი 620 ათას მოქალაქეს ჩაუტარეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის შესაძლებლობებზეც ისაუბრა: „საინჟინრო ბატალიონში არსებობს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ქვედანაყოფი, რომელიც არის შესაბამისად აღჭურვილი და დატრენინგებული. მის მომზადებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ამერიკის მთავრობამ, ასევე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობამ. სწორედ მათ მიერ მომზადებული, დატრენინგებული და ჩვენს მიერ ნატოს შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილია აღნიშნული ქვედანაყოფი. მათ მიერ ხდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თითოეული მანქანის დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების მზადყოფნაზე. „მას შემდეგ რაც, გადაწყვეტილება იქნა მიღებული თავდაცვის ძალების ჩართულობასთან დაკავშირებით, 7-8 საათში ჩვენ გავმართეთ საკონტროლო გამშვები პუნქტები მარნეულსა და ბოლნისში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავდაცვის ძალები არის მაქსიმალურად მობილიზებული და ყოველთვის მუდმივ მზადყოფნაში“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)