|
2020-04-11 11:09:30, 13748 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და რამდენიმე დღეში მძიმე პაციენტებად აღარ ჩაითვლებიან. „ჩვენც ცენტრში საყურადებო და პრობლემური პაციენტი გვყავს სამი, მძიმე, რომლებიც ინტენსიური თერაპიის გაყოფილებაში მკურნალობენ. მთელი დღე-ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუარესებულა არც ერთთან, მაგრამ ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულად და მძიმედ რჩებიან. დანარჩენი სამის მდგომარეობა, როგორც უკვე მოგახსენეთ, გაუმჯობესებულია, სტაბილურია და ალბათ რამდენიმე დღეში უკვე შეიძლება, რომ მძიმე პაციენტებად აღარ განვიხილოთ. ახლა ჩვენთან არის 8 საეჭვო პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება. ამის პარალელურად, ორ კვირაში ერთხელ ხდება მედპერსონალის ტესტირება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)