|
2020-04-10 10:24:36, 8184 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში სამი ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, სამივეს ინფიცირების წყარო ცნობილია
ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სამი ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, სამივეს ინფიცირების წყარო ცნობილია. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ერთი არის ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრი, დანარჩენმა ორმა კი თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა. „ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ19, სამი პაციენტი დაემატა დღეისთვის დადასტურებული დიაგნოზიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწოლოვანია, ერთია ეროვნული ბანკის თანამშრმელის ოჯახის წევრი და ორს თურქეთის საზღვარი აქვს გადმოკვეთილი“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი პაციენტია უფრო საყურადრებო. 18 წლამდე ასაკის პაციენტი კი არის შვიდი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)