|
2020-04-09 18:52:57, 1452 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ COVID-19-ის გამოწვევას
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეხმაურება პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ძალა ერთობაშია - ამ სულისკვეთებითა და ერთსულოვნებით სავსე მხარდაჭერის წერილი მიიღო დღეს საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა მოსახლეობამ პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისგან. აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკვავდეთ COVID-19-ის გლობალურ გამოწვევას და მის შედეგებს. ამ დღეების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ აქტიურად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით ჩვენს დონორებთან ერთად იმ შესაძლო ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც გამოყოფენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთვის და რომელიც დაგვეხმარება გავაგრძელოთ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ თანადგომისა და იმ ნაბიჯების პოზიტიურად შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღეებიდან გადადგა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, რომლის შეფასებაც ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)