|
2020-04-09 16:52:24, 1066 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა
„ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა“, -ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონის გადარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ აკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ. ,,ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედების, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია ეწევა. და ასევე, ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ. როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით პარტიის ლიდერის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელებას თავისი პოლიტიკური ცხოვრების", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)