|
2020-04-08 18:26:59, 2487 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან
საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო. ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა. მათ შორის აღინიშნა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება ისეთი მოწყვლადი სექტორის ბიზნესსუბიექტებისთვის, როგორიცაა ტურიზმი. საუბარი შეეხო სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევას, ასევე ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მხარდასაჭერად ეტაპობრივად განახორციელებს. ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად და ეფექტიანად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილში მათი ხედვები უმეტესწილად ანალოგიურია. ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ის ღონისძიებები და სტრატეგია, რომლითაც საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ქვეყანამ სწრაფად დაიბრუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ და შეცვლილ ეკონომიკურ გარემოში.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)