20:28 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 10:50:27, 2581 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვებლერს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილეებთან ხატია წილოსანთან და სოლომონ პავლიაშვილთან ერთად,  USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვებლერს შეხვდა.

შეხვედრას USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი დისტანციურად დაესწრო.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხდა ამერიკის მთავრობას და USAID-ს ყველასთვის რთულ სიტუაციაში თანადგომისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ამერიკელი ხალხის და  მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებული ერთობის და კონსოლიდაციის დროა.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტებზე დაფუძნებული ეფექტიანი ეკონომიკური სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.  საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წახალისების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, სასურსათო უსაფრთხოების და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.

როგორც პიტერ ვებლერმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეყნის სურსათით მომარაგების და მარაგების კონტროლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც ეფექტიანად უმკლავდება. პიტერ ვებლერმა მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics