01:08 - 14 Aug, 2026
|
2020-04-07 10:27:29, 4360 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სამი ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, სამივეს ინფიცირების წყარო ცნობილია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სამი ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, სამივეს ინფიცირების წყარო ცნობილია, - ამის შესახებ ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამივე პაციენტის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. „დღეს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 41 პაციენტი მკურნალობს, აქედან დადასტურებული ახალი პაციენტებიდან ჩვენს კლინიკაში სამს დაუდასტურდა კოვიდ19. ყველა პაციენტის კლასტერი ცნობილია, სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელების შედეგია. არც ერთი არაა ეკლესიასთან შეხებაში, ყველას ოჯახის წევრი მკურნალობს კორონავირუსზე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)