|
2020-04-06 20:19:37, 14916 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას რამდენიმე დღეში შეძლებს
დღეს აჭარის მთავრობისთავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, სადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეხვედრაზე განხილულ იქნა კორექტირებული აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც უახლოეს დროში გადაეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად შესაბამისი აპარატურით აღჭურვა მიმდინარეობს და კლინიკა რამდენიმე დღეში შეძლებს ინფიცირებული პაციენტების მიღებას. სამედიცინო პერსონალი გადის შესაბამის გადამზადებას, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობისას არის საჭირო. ბათუმის ახალი რესპუბლიკურ საავადმყოფო ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნენ კლინიკის აღჭურვის პროცესის დაწყებას. ახალი კლინიკა ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)