|
2020-04-06 13:24:05, 1378 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელი - ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება
„ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისი თქმით, გახანგრძლივდა ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა და ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღების ცვლილებას. „როგორც მოგეხსენებათ, ტელესკოლის პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ირებენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან კონსულტაციებს. მოგეხსენებთ, რომ ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)